вторник, 15 апреля 2014 г.

ღონისძიების შემდეგ


2013 წლის 22 მაისი, ღონისძიების შემდეგ... მე ვფიქრობ,ესპროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია.7-8წლის ბავშვს რთულია, მეცნიერულად აუხსნა რამე და არც არის საჭირო...ჩვენ ცოტა შევცვალეთ პროექტი და შემოვიფარგლეთ მხოლოდ გალაკტიონის პოეზიით.რომელშიც აღმოვაჩინეთ ბრწყინვალე იმპრესიონისტული ჩანართები,,ფერადოვანი პეიზაჟებით და სიტყვისმიერი მუსიკით.წელიწადის სხვადასხვა დროთა გამომსახველი, თბილი ფერებით გაჟღენთილისაგანგებო შერჩეული ნახატები,დაუვიწყარი ფიროსმანი--დარწმუნებული ვარ, ჩემს პატარა მოსწავლეებს ეს ყველაფერი ნელ-ნელა, განცდაში აღებეჭდებათ.ჩვენი ამოცანაც ეს არის---სული გავუფაქიზოთ,პოეტური სიტყვის მშვენიერება ვაგრძნობინოთ,ფანტაზია და წარმოსახვის უნარი გავუმდიდროთ,მეტყველება დავუხვეწოთ,ნამდვილ კულტურას ვაზიაროთ...ჩემი აზრით, მიზანი მიღწეულია ....კლასიკური მემკვიდრეობა,სწორად შერჩეული და მიწოდებული,ჩვენს ყმაწვილებს პირველ ნაბიჯებს გადაადგმევინებს მშვენიერების სამყაროსკენ მიმავალ გზაზე... მადლობა ნინო მასწავლებელს,ლია მასწავლებელს ,თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ!კარგია,რომ მომეცა საშუალება,ცოტა დაგვიანებით, ასე გამომეხატა ჩემი მადლიერება!

Комментариев нет:

Отправить комментарий