суббота, 10 апреля 2010 г.
ქეთი ლეკიაშვილი
პროექტის სახელი --წელიწადის დრონი.
პროექტის მოკლე აღწერა 1–२ წინადადებით –მონაწილენი იკვლევენ, თუ რა განაპირობებს წელიწადის დროთა ცვალებადობასდედამიწაზე ეცნობიან ამ თემაზე შექმნილ ლიტერატურულ და მუსიკალურ ნაწარმოებებს, ფერწერულ ნიმუშებს.
პროექტის სრული აღწერა –მოსწავლეები შეისწავლიან დედამიწის ადგილს მზის სისტემაში მის მოძრაობას საკუთარი ღერძის და მზის გარშემო, რაც განაპირობებს წელიწადის დროთა ცვალებადობას, აღწერენ ,როგორ იყენებს ამინდის კალენდარს ადამიანი სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად, განიხილავენ წელიწადის დროებს, როგორც შთაგონების წყაროს (ვივალდის ,,წელიწადის დრონი", ხალხური სიმღერები,ილიას, აკაკი ს,ვაჟას,შიო მღვიმელის, რაფიელ ერისთავის,გალაკტიონის და სხვათა ლექსები, იაკობ გოგებაშვილის ,,საგანძური", პერსეფონეს მითი...)
მონაწილეთა ასაკი _9–१० წელი
ვადები, ხანგრძლივობა–३ თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ ლიტერატურულ , მუსიკალურ, ნაწარმოებებს, დაუკავშირდებიან ბებიებსა და ბაბუებს, რომელნიც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობითარიან დაკავებულნი,შექმნიან ნახატებს, გაიწაფებიან გამომეტყველებით კითხვაში,შექმნიან ორიგინალურ თხზულებებს.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას ,
სასარგებლო სხვებისთვის მომზადდება პრეზენტაცია ფოტოებით, ნახატებით, ორიგინალური თხზულებებით.
სამუშაო ენა _ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი –პროექტში ჩართვა შეუძლია ქართულის, მუსიკის, ბუნების, ხატვის მასწავლებელს, ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილი.
პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან ლეკიაშვილი
ფასილიტატორის ელ–ფოსტა qetilekiashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:qetilekiashvili.blogspot.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий